ჭადრაკში და შაშის ტურნირში ღრელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგი შედეგი აჩვენეს
14-05-2018
ჭადრაკში და შაშში ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობაზე ტურნირი ჩატარდა.

მონაწილეობა ღრელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს. თამაში რამდენიმე ეტაპად გაიმართა  და  საპრიზო ადგილის მფლობელები როგორც ჭადრაკში, ასევე შაშში გამოვლინდნენ.

კერძოდ, შაშში II ადგილზე გიგა ნებაძე გავიდა, ხოლო ჭადრაკში III ადგილი სიდონია იაძემ მოიპოვა. 

გამარჯვებულებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიისაგან ფასიანი საჩუქრები, სიგელები და მედლები გადაეცათ. 

ღონისძიებას ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურმა გაუწია.

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები მოსწავლეებს გამარჯვებას ულოცავენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203