ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტში „ფსოუზე არეკლილი ვარსკვლავებად“ პირველი ხარისხის დიპლომი დაიმსახურეს
14-05-2018
ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის ქსელურ პროექტში - „ფსოუზე არეკლილი ვარსკვლავებად“ მონაწილეობდნენ. 

პროექტის დასკვნითი ღონისძიება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

მოსწავლეებმა ღონისზიებაზე საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ეპოქაზე მომზადებული პრეზენტაციები გააკეთეს. ღონისძიების ბოლოს მოზარდებს დიპლომები და სერთიფიკატები გადაეცათ. 

ხოჯორნელმა მოსწავლეებმა პირველი ხარისხის დიპლომი დაიმსახურეს, პედაგოგმა ლალი მარგიანმა კი სპეციალური სერთიფიკატი მიიღო განსაკუთრებული ჩართულობისა და არაქართულ რეგიონში ქართული მუხტის შეტანისთვის. 

მოსწავლეები და მასწავლებელი მადლობას უხდიან ასოციაციის დამფუძნებელ დირექტორს  რუსუდან გონაშვილს და მის მოადგილეებს ეკატერინე შარაშიძეს და ეკა მერებაშვილს.​

ქსელური პროექტი -„ფსოუზე არეკლილი ვარსკვლავებად“ საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციამ საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის განახორციელა.

პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი მოსწავლეებში ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება იყო.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203