მუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტულურ თამაშში წარმატებით იასპარეზეს
14-05-2018
მუხურის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ თამაშში „რა?სად?როდის?“ მონაწილეობდნენ. თამაში ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში გაიმართა და მასში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ.
მუხურის თემის საჯარო სკოლის გუნდმა „პრესი“ მეორე ადგილი საპრიზო ადგილი დაიკავა.
მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვეს.
მუხურის თემის საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.