ისვენებენ თუ არა სკოლები და ბაღები ოქტომბერში - ოფიციალური უქმე დღეების ჩამონათვალი
საქართველოში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი ოფიციალური დასვენების დღეა. ამ დროს საჯარო დაწესებულებები არ მუშაობენ და რა თქმა უნდა, ეს საჯარო სკოლებსა და ბაღებზეც ვრცელდება. უქმე დღე ოქტომბერშიცაა - ესაა 14 ოქტომბერი, როდესაც ქვეყნაში მცხეთობა (სვეტიცხოვლობა, კვართის დღესასწაული) აღინიშნება. თუმცა, წელს ეს თარიღი შაბათ დღეს ემთხვევა, ამიტომაც, სასწავლო კვირაში დამატებითი დასვენების დღე არ იქნება.
ზოგადად კი, 2023-2024 სასწავლო წლის განმავლობაში, სულ 9 ოფიციალური დასვენების დღე იქნება, ესენია:
- 23 ნოემბერი - გიორგობა (ხუთშაბათი);
- 1 იანვარი - ახალი წელი (ორშაბათი);
- 2 იანვარი - ახალი წელი (სამშაბათი);
- 19 იანვარი - ნათლისღება (პარასკევი);
- 8 მარტი - ქალთა დღე (პარასკევი);
- 9 აპრილი - 1989 წელს მშვიდობიანი მიტინგის დარბევა, 1991 წელს უზენაესი საბჭოს საგანგებო სხდომამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო (სამშაბათი);
- 3 მაისი - წითელი პარასკევი;
- 6 მაისი - აღდგომის შემდგომი ორშაბათი და გიორგობა;
- 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე (ხუთშაბათი).
მართალია, ოფიციალური დასვენების დღეები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, თუმცა დანარჩენები შაბათ-კვირას ემთხვევა.