2023 წლის დეკემბრში აპლიკანტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩააბარონ კემბრიჯის შემდეგი სასერტიფიკაციო გამოცდების მხოლოდ ფურცლის ვერსიები: KET (A2Key), PET (B1 Preliminary), FCE (B2 First) და CAE (C1 Advanced).
კემბრიჯის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთათვის სტანდარტული რეგისტრაცია 3 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება. მათთვის, ვინც ამ ვადებში ვერ მოასწრებს დარეგისტრირებას, გვიანი რეგისტრაცია 20 ოქტომბერს დაიწყება და 22 ოქტომბრის 18:00 საათამდე გასტანს. გვიანი რეგისტრაციის საფასური 120 ლარს შეადგენს (დამატებული გამოცდის საფასურს).
2023 წლის დეკემბრის გამოცდებზე აპლიკანტები ონლაინ რეგისტრაციის მეშვეობით რეგისტრირდებიან. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე კემბრიჯის მენიუში განთვასებულ რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერის შემდეგ აპლიკანტებმა უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის ყველა სავალდებულო ველი და მიბმულ ფაილად ატვირთონ
იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (აიდი ბარათი ან პასპორტი) მან უნდა ატვირთოს „იდენტიფიკაციის ფორმა 17 წლის ან მასზე ნაკლები ასაკის კანდიდატისთვის“. არსებული ფორმის ყველა ველი, გარდა კანდიდატის ნომრისა, უნდა იყოს შევსებული, დაკრული უნდა ჰქონდეს 3X4-ზე ზომის 2 ფოტო, რომელზეც ხელი უნდა ჰქონდეს მოწერილი სკოლის/მოსამზადებელი ცენტრის მასწავლებელს ან დირექტორს.
იმისათვის, რომ აპლიკანტი დარეგისტრირებულად ჩაითვალოს, გთხოვთ დაელოდოთ რეგისტრაციის დროს მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოსულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას. სტანდარტული რეგისტრაციის დასრულებიდან 2 კვირაში აპლიკანტი რეგისტრაციის დროს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს გამოცდის განრიგს.
გამოცდა და მასში მონაწილეობის საფასური
ტესტირება ჩატარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის N9) შემდეგი განრიგით:
კემბრიჯის გამოცდების ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ისაა, რომ სხვა მსგავს გამოცდებთან შედარებით მისი სერტიფიკატი უვადოა. მას ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი აბარებს მსოფლიოს 130-მდე ქვეყანაში.