„ყველას ერთიანად დავარქვათ მასწავლებელი, არ გამოვა... ეს იგივეა, სკოლაში მომუშავე პედაგოგები ერთნაირ პირობებში ჩავაყენოთ“
06-10-2023

იგეგმება თუ არა, სამუსიკო და სასპორტო სკოლის პედაგოგების სტატუსი საჯარო სკოლის მასწავლებლებს გაუთანაბრონ და მათთვის სტატუსის დანამატები დარეზერვებული ფულიდან გაიცეს? - აღნიშნული საკითხი განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების განხილვისას წამოიჭრა, რაზეც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ დარეზერვებული თანხები არ არსებობს და ეს ყველაფერი საკნონმდებლო დონეზე ცვლილებებს მოითხოვს:

„გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში სტატუსის დანამატთან ერთად, მნიშვნელოვანია იმ სერვისებზე წვდომა, რომლებიც აქვთ სკოლის მასწავლებლებს - დაზღვევა, სამგზავრო ბარათი... თუმცა არანაირი დარეზერვებული ფული არ არსებობს და აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად, საკანონმდებლო ცვლილებები იქნება საჭირო.

არის კიდევ ერთი საკითხი - ყველას ერთანაირად დავარქვათ მასწავლებელი და რეალურად არ ჰქონდეთ ის უნარები, რაც პედაგოგებს სჭირდებათ, ასე არ ხდება; ეს იგივეა, სკოლაში მომუშავე ყველა მასწავლებელი ერთნაირ პირობებში ჩავაყენოთ“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203