მიქელეფონის საჯარო სკოლაში თანამედროვე და ინოვაციური გაკვეთილი ჩატარდა
14-05-2018
მიქელეფონის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებელმა ია ფაიქიძემ მე-5 კლასში ღია გაკვთილი ჩაატარა.

პედაგოგმა სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდები და მრავალფეროვანი რესურსი გამოიყენა.  

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილის მსვლელობისას იგრძნობოდა კლასის სრული ჩართულობა, რადგან ჯგუფური მუშაობები დაგეგმილი იყო შეჯიბრის სახით, რომელშიც ყველა მოსწავლე აქტიურად მონაწილეობდა. პედაგოგმა ასევე ინოვაციური მეთოდები გამოიყენა. 

გაკვეთილი შეფასდა შეფასების ჯგუფის მიერ როგორც თანამედროვე და ინოვაციური გაკვეთილი.

„მე როგორც მასწავლებელი მადლობას ვუხდი სკოლის დირექტორს მსგავსი გაკვეთილების ჩატარების საშუალება რომ მაქვს. სკოლაში შექმნილია საუკეთესო სასწავლო გარემო, აღჭურვილია ყველა თანმედროვე საშუალებებით, რაც ხდის სასწავლო პროცეს ასეთ აქტიურს და წარმატებულს“,- აღნიშნავს ია ფაიქიძე.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203