პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ჩამონათვალი.დოკუმენტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება და ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს/ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებულ სტუდენტს ჩამოაწეროს ფინანსური დავალიანება.
სტუდენტი, უფლებამოსილია, აღიდგინოს სტუდენტის სტატუსი სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში, თუმცა სასწავლო პროცესში მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს ჩართვას, რაც „დაფარავს მიმდინარე სასწავლო წლის სწავლის საფასურს უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით“.
დოკუმენტი სრულად იხილეთ
ბმულზე