ბორჯომის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა ავთო ლომსაძემ და გიორგი კოჩიტოვმა ძალადობის შესახებ ვიდეორგოლი მოამზადეს.
„ძალადობას არა აქვს მომავალი!“, „ძალადობა სულმდაბალთა იარაღია“, „გახსოვდეს - ძალადობით კარგავ ღირსებას“, „ნუ დაანგრევთ ბედნიერებას და ნუ იძალადებთ საკუთარი შვილების ფსიქიკაზე“, „დღევანდეკი მოძალადე - ხვალინდელი მსხვერპლია“, „ნუ ვაქცევთ ბავშვებს პოტენციურ მოძალადეებად“, „ძალადობა ანგრევს ყველაფერს, რაც ღირებულია ცხოვრებაში“,- ნათქვამია ვიდეორგოლში.
იხილეთ ვიდეო