წვიმის შედეგად ზემო ერკეთის საბავშვო ბაღი 1 თვით დაიკეტა - დეტალები
04-10-2023

გურიაში, უხვმა ნალექმა  არაერთი პრობლემა შექმნა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა ხიდები და საავტომობილო გზები. სტიქიის შედეგად, ჩოხატაურის სოფელ ზემო ერკეთის საბავშვო ბაღი დროებით დაიკეტა. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 1 თვით შეწყდა, ინფორმაცია ერთ-ერთ მედია ორგანიზაციას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულება „მომავალის“, ხელმძღვანელმა ნინო ბარამიძემ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ ბაღში სიით 17 აღსაზრდელი ირიცხება. სტიქიის შემდეგ საჭიროა გარკვეული სამუშაოების ჩატარება, რის გამოც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ერთი თვით შეჩერდა. როგორც აღსაზრდელების მშობლებმა გადაწყვიტეს, ამ დროის განმავლობაში ბავშვები იქნებიან სახლებში და არ მოხდება მათი სხვაგან გადანაწილება.

ადიდებულმა მდინარემ, საბავშვო ბაღის სველ წერტილს ძირი გამოურეცხა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, საბავშვო ბაღის ფუნქციონირება გეოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე შეაჩერეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203