დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ლიტვა-საქართველოს მეგობრობის წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
14-05-2018
დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბოლნისის კერძო საშუალო სკოლა „დავითიანის“ ორგანიზებულ ლიტვა-საქართველოს მეგობრობის წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი იყო საინტერესო, სახალისო და მრავალფეროვანი. 

სკოლის მოსწავლეები ღონისზიების ფარგლებში გამართულ კონკურსში ჩაერთვნენ და ნომინაციაში-„ყველაზე კრეატიული მისალმება“ გაიმარჯვეს.

ღონისძიებას ერევნელი სტუმრები და ლიტვის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დასკვნით ნაწილში, მონაწილეებმა ორგანიზატორებთან ერთად „სოციალური გარდერობი“ გახსნეს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დატოვოს ტანსაცმელი მათთვის ვისაც სჭირდება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203