საშუალო საფეხურის პედაგოგები 6-საათიან ტრენინგს გაივლიან - მასწავლებლის სახლი დეტალებზე
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, გაეროს ბავშვთა ფონდის (unicef) მხარდაჭერით აცხადებს ტრენინგს, რომლის ტრენინგის ხანგრძლივობა იქნება 6 საკონტაქტო საათი, სამიზნე აუდიტორია კი საშუალო საფეხურის მასწავლებლები;
ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან არჩევითი სავალდებულო საგნის - მედიაწიგნიერების სტანდარტს და სახელმძღვანელოს. გაანალიზებენ მედიაწიგნიერების რაობას. რატომ განიხილება დღეს სასიცოცხლო აუცილებლობად მედიაწიგნიერება? რატომ უნდა ვისწავლოთ მედიაწიგნიერება? გაანალიზებენ მედიის და ინფორმაციის ენას, დეკოდირებას. გაეცნობიან ინფორმაციის დამუშავების ამოცანებს და მედიაწიგნიერების საკვანძო პრინციპებს. გაიაზრებენ ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების საჭიროებას და მისი სწავლების მნიშვნელობას. ინფორმაციის ცოდნად გადაქცევის სტრატეგიებს. იმსჯელებენ საპროგრამო მასალის ათვისებისას მედიაწიგნიერების უნარების განვითარების არსებით ასპექტებსა და მოსწავლეებისათვის ამ უნარების განვითარების გზებზე.