ქვემო სარალის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია მიეძღვნა
05-10-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

სკოლაში მასწავლებლებისადმი მიძღვნილი მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია ჩატარდა. ღონისძიებაზე ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს და პედაგოგების ღვაწლი აღნიშნეს, რომლებსაც მათ განათლებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით.

პედაგოგებს ასევე ეს დღე სკოლის დირექციამ მოულოცა და მათ წარმატებები უსურვა როგორც კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში პედაგოგთა შრომას ყურადღების გარეშე არ ტოვებენ და მუდამ აფასებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203