ასარჩევი დირექტორობის კანდიდატებისა და სკოლების სია ცნობილია
05-10-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაცნობებთ, რომ დამტკიცდა ზოგიერთი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის ასარჩევად წარსადგენი დირექტორობის კანდიდატებისა და შესაბამისი სკოლების სია.

ჩამონათვალი შეგიძლიათ, იხილოთ აქ:

თბილისი

იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი

გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, შიდა ქართლი

კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი

აჭარა

დირექტორობის მსურველმა პირმა სიაში საკუთარი თავი უნდა გადაამოწმოს უნიკალური ექვსნიშნა კოდის გამოყენებით.

სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი შერჩეული კანდიდატების სიის დამტკიცებიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის კანდიდატის ასარჩევად წარდგენას. შესაბამისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო წარდგენილი კანდიდატებიდან აირჩევს დირექტორს 6 წლის ვადით მათი წარდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში.

დირექტორობის კანდიდატები საკუთარ პროგრამებს სამეურვეო საბჭოს წარუდგენენ საჯარო სხდომაზე.

დირექტორობის კანდიდატი დირექტორად არჩევამდე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ასევე წარუდგენს:

  • დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელ სერტიფიკატს;
  • განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტს;
  • სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას;
  • ცნობას ნასამართლობის შესახებ;
  • ცნობას სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
  • საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ სხვა დოკუმენტაციას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203