„ბედნიერ და წარმატებულ სტუდენტობას გისურვებთ, მეამაყებით!“ - მამათის საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულთა დიდი გულშემატკივარია
06-10-2023
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათის საჯარო სკოლაში ახალგაზრდების წარმატებულ მომავალზე, მათ გავითარებასა და ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ.
სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ სკოლის 2022-2023 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
სასკოლო საზოგადოება და დირექტორი ინეზა ჩიკაშუა მათი მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„2022-2023 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს ვულოცავთ მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას. ბედნიერ და წარმატებულ სტუდენტობას გისურვებთ მეამაყებით“,- წერს სკოლის დირექტორი ინეზა ჩიკაშუა.