საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, რომ დამტკიცდა ზოგიერთი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის ასარჩევად წარსადგენი დირექტორობის კანდიდატებისა და შესაბამისი სკოლების სია.
ასარჩევი დირექტორობის კანდიდატებისა და სკოლების სია ცნობილია
ცნობილია, რომ თბილისის 152 სკოლაში მოხდება ახალი ხელმძღვანელის წარდგენა, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის 225 სკოლაში წარადგენენ ახალ კანდიდატს; გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე შიდა ქართლის 246 სკოლაში განიხილავენ საბჭოები კანდიდატურებს; კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის 228 საჯარო სკოლაში წარადგენენ დირექტორებს, აჭარაში კი 76 საჯარო სკოლაში.
3 საჯარო სკოლაში მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა დირექტორების დანიშვნა გააპროტესტეს - ისინი ამბობენ, რომ ხელმძღვანელები პოლიტიკური ნიშნით შეირჩნენ
არსებული მონაცემები კი იმას ნიშნავს, რომ სულ 2087 საჯარო სკოლიდან დირექტორობის კანდიდატი 927-ში იქნება წარდგენილი, დარჩენილი 1160 საჯარო სკოლას კი ახალი დირექტორი არ ეყოლება.