როგორი იყო ''ბარაქიანი შემოდგომა'' ლასურიაშის სკოლაში - შემოდგომის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება
17-11-2016
ლასურიაშის სკოლაში შემოდგომის დღეებს მოსწავლეებმა ღონისძიება მიუძღვნეს. 

როგორც სკოლის ისტორიის მასწავლებელი მზია მუშკუდიანი აღნიშნავს, ღონისძიებაზე მოსწავლეებს უნდა წარმოეჩინათ, თუ როგორი ლამაზია წელიწადის ეს დრო, თავისი ხვავითა და ბარაქით, ფერთა პალიტრით:

"საზოგადოებისათვის, ასევე, უნდა გვეჩვენებინა სოფლის პრობლემა, თუ როგორ სჭირდება სოფელში მარტოდ-მარტო დარჩენილ მოხუცებს დახმარება, მოჭარბებული საშემოდგომო სამუშაოების შესრულებაში, რომ მათი იმედი ახალგაზრდა თაობაა."- დასძენს ისტორიის მასწავლებელი. 

ასევე სკოლაში მოეწყო ნახატების გამოფენა, სადაც აქტიურად ჩაერთვნენ I-II-III-IV-V-VI-კლასის მოსწავლეები.  
 
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურულ მუსიკალური კომპოზიცია:,,ნახვამდის შემოდგომავ“, ასევე მინი სპექტაკლი, სადაც წარმოდგენილი იყო, თუ როგორ ეხმარებიან მოსწავლეები ნიკო პაპას.

ლასურიაშის სკოლის მოსწავლეებმა მოაწყვეს შემოდგომის ნობათის გამოფენა, იქვე მოადუღეს თათარა, ამოავლეს ჩურჩხელები და დააგემოვნებინეს დამსწრე საზოგადოებას.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203