მახათაურის საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მეწყერსაშიშ ზონაში აკაციის ნერგები დარგეს
14-05-2018
სასკოლო კონკურსში - „ნიკო კეცხოველის პრემია 2018“ ჩართულმა ირაკლი ბაზაძის სახელობის მახათაურის საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მდინარე ლაშურის მიმდებარე მეწყერსაშიშ ზონაში აკაციის ნერგები დარგეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, აქცია პროექტის მიმდინარეობის პროცესში დაიგეგმა და მასში მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ.
ნიკო კეცხოველის პრემია ყველაზე მასშტაბური სასკოლო, გარემოსდაცვითი კონკურსია.