თეჯისის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნა
06-10-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეჯისის საჯარო სკოლაში, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიება ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლების - სულიკო ხოზრევანიძისა და ეკატერინე მერლანის ორგანიზებით გაიმართა. 

მოსწავლეებმა, საყვარელ პედაგოგებს დიდი პატივისცემით მიულოცეს ეს დღე, მათ წინსვლა და წარმატება უსურვეს. 

აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა მრავალფეროვანი პლაკატიც შექმნეს და სასკოლო სივრცეში განათავსეს. 

შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

იხილეთ ფოტო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203