ახალქალაქის საჯარო სკოლების წარმატებული მოსწავლეები ლეპტოპებით დააჯილდოვეს
14-05-2018
ახალქალაქში წარჩინებულ მოსწავლეებს საჩუქრად ლეპტოპები გადაეცათ. 

8 წარჩინებული მოსწავლე პროექტის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დააჯილდოვეს. 

მოსწავლეები ახალქალაქის N1, ახალქალაქის N4, ბურნაშეთისა და გოგაშენის საჯარო სკოლებიდან არიან. 

სტატისტიკის მიხედვით, 2015-16 სასწავლო წლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ამ პროგრამაში მონაწილე 2 მოსწავლე დააჯილდოვეს, 2016-17 წლებში 4, ხოლო წელს კი მათი რაოდენობა 8-მდე გაიზარდა. 

„ეს დამატებითი სტიმულია მოსწავლეებისთვის. აღსანიშნავია, რომ ისინი მომავალში ოქროს მედლის კანდიდატები არიან და იმედი მაქვს, უფრო მონდომებით გააგრძელებენ სწავლას,“ - აღნიშნა ახალქალაქის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ტერეზა ჩივჩიანმა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203