ახალციხის N5 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
14-05-2018
ახალციხის N5 საჯარო სკოლაში, ამავე სკოლის ინიციატივით, მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური თამაში ჩატარდა, რომელიც ყველასთვის ცნობილი პროექტის - „ეტალონის“ მსგავსი წესებით გაიმართა.

კერძოდ, სკოლის დირექტორის, ინგა ვარდიძის  ინიციატივითა და ხელმძღვანელობით  I-IV  კლასებში ჩატარებული  ინტელექტუალური კვირეულის ფარგლებში კვირეულის დასკვნითი ტური - სასკოლათაშორისო ინტელექტუალური თამაში „ეტალონი“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა  რაიონის სხვადასხვა სკოლებიდან სასკოლო ტურში სამ საპრიზო ადგილზე გასულმა მეოთხე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. 12 სკოლიდან სულ 31 მოსწავლე იყო წარმოდგენილი.

ახალციხის  №2 საჯარო  სკოლა:

1.სოფიკო ერემაშვილი;
2.თენგიზ ისვანიევი;
3.დემეტრე გობიანიძე.

ახალციხის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  კლდის  საჯარო  სკოლა:

1.ნიკოლოზ კურტანიძე;
2.დაჩი მელიქიძე.

ქალაქ ვალის  №1 საჯარო  სკოლა

1.სიმონ ზაქროშვილი;
2.ლანა მანველიშვილი;
3.ნათია ნადირაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლა:

1.ელიზბარ ზედგინიძე;
2.დემეტრე ზედგინიძე;
3.რევაზი იაძე.

მინაძის საჯარო სკოლა:

სალომე ზედგინიძე.

ხეოთის საჯარო სკოლა:
 

1.ბარბარე ალავიძე;
2.ზურა ბექაური;
3.რატი წიკლაური.

ტყემლანის საჯარო სკოლა:
 

1.შალვა თაბუნიძე;
2.დავითი ხუციშვილი;
3.ზურა გოგოლაძე.

ვალის №2 საჯარო სკოლა:

1.გიორგი ნადირაძე;
2.თამუნა ზაქროშვილი.

წნისის საჯარო სკოლა:

1.თამარ ზუმბაძე;
2.ლუკა ლომიძე;
3.საბა ქადაგიძე.

აწყურის საჯარო სკოლა:

1.ანი ივანიძე;
2.ტაუ სალაბაძე;
3.მარიტა გოგოლაძე.

 გურკელის საჯარო სკოლა:
1.ანა კურტანიძე;
2.ლუკა ქიმერიძე.

ახალციხის №5 საჯარო სკოლა:
1.ბარბარე ტორუა;
2.მარიამ ჭაბაშვილი;
3.მარიამ ნასყიდაშვილი.

თამაში სპეციალურად მოწყობილ დარბაზში გაიმართა, რომელსაც  ახალციხის №5 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე და სკოლის თვითმართველობის თავმჯდომარე მერი მხითარიანი უძღვებოდა. მას ასევე ამავე სკოლის მოსწავლეები_ მარიამ ბერიძე, ქეთევან კაჭკაჭაშვილი და ციცი მიქაბაძე ეხმარებოდნენ. 

კითხვები ელექტრონულ ფორმატში ეკრანზეც შუქდებოდა. თამაში სამ ტურად ჩატარდა და  ძალიან ობიექტურად, საინტერესოდ და აზარტულად  წარიმართა. მოსწავლეებმა   ინტელექტის  მაღალი დონე გამოავლინეს. საბოლოოდ კი ჟიურიმ, რომლის წევრებიც ახალციხის №5 საჯაროს  სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე (თავჯდომარე), ახალციხის მუნიციპალიტეტის აწყურის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან პარუნაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის წნისის საჯარო სკოლის პედაგოგი დარეჯან გოგოლაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მინაძის საჯარო სკოლის პედაგოგი ლია მაჭარაშვილი, ვალის №1 საჯარო სკოლის პედაგოგი ეკატერინა გოზალიშვილი და ვალის №2 საჯარო სკოლის პედაგოგი ეთერ ტივაძე იყვნენ,  სამი გამარჯვებული გამოავლინა.  
  
I-მარიამ ნასყიდაშვილი (ახალციხის №5 საჯარო სკოლა);    

II-მარიამ ჭაბაშვილი (ახალციხის №5 საჯარო სკოლა);    

III-სალომე ზედგინიძე (მინაძის საჯარო სკოლა).    

გამარჯვებულები სიგელებით, სამახსოვრო წიგნებით, სხვადასხვა ფასიანი საჩუქრითა და თამაშებით დაჯილდოვდნენ. 


სკოლის დირექტორის, ინგა ვარდიძის ძალისხმევით პროექტს სპონსორობა ახალციხის ამერიკის კუთხემ გაუწია, ხოლო ღონისძიება მუსიკალურად სკოლასთან არსებულმა ხელოვნების სტუდია „პალიტრის“ გუნდმა, მუსიკის პედაგოგის, მარინე მჭედლიძის ხელმძღვანელობით გაალამაზა. 

თამაშს ახალციხის №5 საჯარო სკოლის დირექცია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, რომელთა შორის ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე, ამერიკის კუთხის წარმომადგენელი ზაირა კელაპტრიშვილი და ლელა ცაგარეიშვილი, სხვადასხვა სკოლის  დირექტორები, პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები იყვნენ.    

პროექტმა დამსწრე საზოგადოების მაღალი შეფასება დაიმსახურა. თამაშის დასასრულს  ახალციხის №5 საჯარო სკოლის დირექტორმა  ინგა ვარდიძემ სკოლის დირექტორებს, რომლებმაც აღნიშნულ პროექტში მოსწავლეთა ჩართულობა უზრუნველყვეს, ასევე, ახალციხის ამერიკის კუთხის წარმომადგენელს, ზაირა კელაპტრიშვილს პროექტის სპონსორობისათვის და სტუდია „პალიტრის“ ხელმძღვანელს, მარინა ყურმაშვილს პროექტის მუსიკალურად გაფორმებისათვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ახალციხის №5 საჯარო სკოლა მოსწავლეებზე მუდმივად ზრუნავს და  მათი წარმატებებით ამაყობს. ასეთი ტიპის საგანმანათლებლო აქტივობები კი მოსწავლეთა მოტივაციას, მათ ინტელექტუალურ განვითარებას, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას, ობიექტური თვითშეფასებისა და სკოლებს შორის თანამშრომლობის უნარების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203