საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებს დირექტორობის მსურველებმა საკუთარი პროგრამის გარდა გარკვეული დოკუმენტები უნდა წარუდგინონ. etaloni.ge გთავაზობთ იმ სერტიფიკატებისა და ცნობების ჩამონათვალს, რომლის წარდგენაც კანდიდატებისთვის სავალდებულოა.
დირექტორობის კანდიდატები საკუთარ პროგრამებს სამეურვეო საბჭოს საჯარო სხდომაზე წარუდგენენ ამასთან, მათ დირექტორად არჩევამდე საბჭოს უნდა წარუდგენონ შემდეგი დოკუმენტები:
- დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელ სერტიფიკატს;
- განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტს;
- სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას;
- ცნობას ნასამართლობის შესახებ;
- ცნობას სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ სხვა დოკუმენტაციას.
დირექტორობის კანდიდატებისა და სკოლების სია ცნობილია