კახეთში 14 წლის გოგო ქმარმა მოკლა 
06-10-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მკვლელობა მოხდა. 14 წლის გოგო ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

არსებული ინფორმაციით, კაცმა არასრულწლოვანი 2 თვეა რაც ცოლად მოიყვანა. 
 
ადგილობრივების თქმით, სავარაუდო მკვლელის ბიძას, შვილის ქორწილი უნდა გადაეხადა. სწორედ ქორწილის სამზადისის დროს ესროლა ქმარმა ქალს. გოგო ადგილზე გარდაიცვალა.
 
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109 მუხლით დაიწყო. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203