საზეიმო პირველი ზარი ვაჭევის საჯარო სკოლის პირველკლასელისთვის 
09-10-2023
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჭევის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება იზეიმეს.

მონატრებული სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. აღსანიშნავია, რომ უდიდესი სიყვარულით მიიღეს პირველკლასელი, რომელსაც ასევე, კუთვნილი კომპიუტერი და წიგნები გადაეცა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203