„კატეგორიულად მიუღებელია“... - მინისტრის პირველი კომენტარი სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით
09-10-2023

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ მედიასთან განმარტა,  რატომ არის საჯარო სკოლებში დირექტორობის თითო კანდიდატი წარდგენილი და აღნიშნა, რომ ეს სამინისტროს „ბრალი“ არ არის.

„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ამ პროცესის პოლიტიზირება ან რაიმე „ჩირქის მიცხება“. პროცესი ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობს ღიად, საჯაროდ და ინკლუზიურად. კომისიაში არიან როგორც სამინისტროს, ასევე სხვა საზოგადოების წარმომადგენლები. ბოლო 3-4 თვის განმავლობაში არავის, არც ერთ კანდიდატს, ორგანიზაციასა თუ პირს  არ უთქვამს, რომ კონკურსი რაიმე ფორმით მიკერძოებული, სუბიექტური ან არასამართლიანია.

„რა გამართლება აქვს სკოლის ხელმძღვანელების დაბლოკვას?!“ - დირექტორობის „დაწუნებული“ კანდიდატები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ვინაიდან ისმის მსგავსი ტიპის ბრალდებები, რატომ არის თითო კანდიდატი წარდგენილი ბევრ სკოლაში: - ეს არ არის სამინისტროს გადაწყვეტილება, მინდა ამ ხალხს ვუპასუხო, (აბსოლუტურად არასამართლიანსა და საკითხში ჩაუხედავს).  იმ სკოლების, სადაც ახლა კონკურსი ტარდება, 71%-ში მხოლოდ ერთ კანდიდატს ჰქონდა განაცხადი შემოტანილი. კონკურსი იყო ღია და საჯარო. ყველა მსურველს, ვისაც გავლილი ჰქონდა სერტიფიცირება, უფლება ჰქონდა შემოეტანა განაცხადი. მივიღეთ ის, რომ სკოლების 71%-ში დარეგისტრირდა ერთი კანდიდატი. სამინისტროს არავითარი შესაძლებლობა არ ჰქონდა, რომ ერთზე მეტი კანდიდატი წარედგინა ამ სკოლებში.

არ უნდა გამოგვრჩეს ერთი საკითხი. დირექტორებს ირჩევენ სამეურვეო საბჭოები, ამიტომ მათ ხელშია, რომელი კანდიდატია მათთვის მისაღები ან მიუღებელი. სხვა დანარჩენ სკოლებში არის 2 კანდიდატიც წარდგენილი.

ეს არ იყო სამინისტროს გადაწყვეტილება, ეს იყო უბრალოდ კონკურსის მოცემულობა“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203