სწორედ ამის დასტურია პროექტი - „მადლობა ღვაწლმოსილო მასწავლებელო“, რომელიც სიმბოლურად მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, 2022 წლის 5 ოქტომბერს დაიგეგმა და მეტად მასშტაბური სახე მიიღო. პროექტის დასკვნითი ღონისძიება კი, 2023 წლის 15 ივნისს გაიმართა. პროექტს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ქეთევან მგალობლიშვილი ხელმძღვანელობდა.
სკოლის დირექტორი მადონა კოპალეიშვილი მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, ამ მეტად მნიშვენლოვანი პროექტის დეტალებს გვიზიარებს.
„ყველაფერი ერთი წლის წინ, სწორედ დღევანდელ დღეს (მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს) დაიწყო. ბედნიერებით სავსე უჩვეულო დღე გათენდა. სკოლა დაარსებიდან 90 წლის იუბილეს ზეიმობდა. ეს დღე ჩვენი სკოლის მატიანეში ოქროს ასოებით ჩაიწერა“, - გვიყვება დირექტორი.
აღნიშნულ ღონისძიებას ბევრი სტუმარი ესწრებოდა, თითოეულ მათგანს სკოლაში უდიდეს მადლობას უხდიან.
„მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველა მოსულ სტუმარს, რომ მიიღეთ ჩვენი მოწვევა და ამ მნიშვნელოვან დღეს იმყოფებოდით ჩვენს გვერდით. მადლობა, ვანის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ ალექსანდრე გოგორიშვილს და პირველ მოადგილეს გოჩა ჭუბაბრიას, ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ბატონ ივანე კორძაძეს და მოადგილეს თამაზ თავაძეს, ვანის საკრებულოს თავმჯდომარეს - ალექსანდრე ლილუაშვილს და პირველ მოადგილეს - გიორგი ივანიაძეს. ვანის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსს - ირმა ცხვარაძეს, ვანის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო განათლებისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის უფროსს - თამარ ჟვანიას და ვანის საკრებულოს წევრს, ტობანიერის მაჟორიტარ დეპუტატს - ლანა გოგოძეს“, - ამბობს სკოლის ხელმძღვანელი.
აღსანიშნავია, რომ სტუმრებს შორის იყვნენ სკოლის ყოფილი დირექტორი, მასწავლებლები, დირექტორების, პედაგოგების შთამომავლები, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ აღნიშნულ იდეას და ჩაერთვნენ კვლევის პროცესში, რისთვისაც სკოლაში მათ მადლობას უხდიან.
„არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ მოწვეულ სტუმართა შორის უნდა ყოფილიყო ბატონი დავით ლორთქიფანიძე, რომელიც სამსახურეობრივი დატვირთული რეჟიმის გამო ვერ იმყოფებოდა ჩვენს გვერდით, თუმცა ის მუდამ ჩვენს გვერდითაა და ძალიან დიდია მისი ღვაწლი ჩვენი სკოლის ისტორიის გზაზე, სწორედ ამიტომაც „სკოლის მატიანეში“ საპატიო ადგილი უჭირავს.
მადლობა წარმატებულ მოსწავლეებს, ყოფილ მასწავლებლებს, სკოლის უხუცეს მოსწავლეს ღვაწლის დაფასებისა და მოლოცვისათვის.
უდიდესი მადლობა სამ უძვირფასეს ადამიანს ქალბატონ ინეზა ბელთაძესა და ვარდიკო ქორიძეს, ასევე აწგარდაცვლილი ლევან ოჩხიკიძის ძმას, ბატონ გივი ოჩხიკიძეს. დღე, რომელმაც ერთად შეგვკრიბა და გაგვაერთიანა ეძღვნებოდა მათი და ჩვენი სკოლის ისტორიის შემქმნელთა ღვაწლის დაფასებას“, - აღნიშნავს დირექტორი მადონა კოპალეიშვილი.
სკოლის ხელმძღვანელი ასევე მადლობას უხდის „ეტალონის“ პროექტების ავტორს - გოჩა ტყეშელაშვილს მოლოცვისა და მათი სიხარულის გაზიარებისათვის, რომელმაც აღნიშნა, რომ მალდიერების გრძნობა მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. მისივე თქმით, სკოლაში განხორიცელებული პროექტი ამას ცხადყოფს და ხაზს უსვამს, რომ ღვაწლმოსილი პედაგოგების მიმართ მთელი სკოლა პატივისცემითაა განწყობილი.
პროექტის ხელმძღვანელ ქეთევან მგალობლიშვილს, პროექტი მონაწილე მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგიურ კოლექტივს დირექტორი - მადონა კოპალეიშვილი დიდ მადლობას უხდის.
„ყველა მათგანს უდიდესი მადლობა. ასევე მატიანეს შექმნაში მონაწილეობისთავის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ მზია ზვიადაძეს და კომპიუტერულად ამწყობ-დამკაბადონებელს ქალბატონ ირმა ტყეშელაშვილს, რომელთა დახმარებით და გვერდით დგომით შევძელით, რომ ეს დღე შემდგარიყო“, - ამბობს დირექტორი.
პროექტის დაგეგმვისას, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებთან ერთად გამოიკვეთა ინტერესი პენსიონერ მასწავლებელთა ღვაწლის დაფასებაზე. აქედან გამომდინარე, შეირჩა პროექტის სახელწოდება - „მადლობა ღვაწლმოსილო მასწავლებელო“ და ლოზუნგი „მოვეფეროთ და დავუფასოთ ამაგი ღვაწლმოსილ პედაგოგებს“.
„პროექტის მსვლელობის პერიოდში გაჩნდა ახალი იდეები, რადგანაც გაირკვა, რომ ეს წელი საიუბილეო იყო ჩვენი სკოლისათვის, ამიტომაც გადავწყვიტეთ პროექტი სკოლის საიუბილეო თარიღისთვისაც მიგვეძღვნა და შეგვექმნა სკოლის მატიანე“, - დასძენს დირექტორი.
ყველა აქტივობა თავისი ბუნებითა და ხასიათით, რომელსაც სასკოლო საზოგადოება ახორციელებს, დირექტორის თქმით, უმნიშვნელოვანესია მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისათვის, სულიერი და ემოცური კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობისათვის, სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებისა და ადამიანის შრომის დაფასებისათვის.
„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სწორედ ამიტომაც ანიჭებს უდიდეს მნიშვნელობას სკოლებში პროექტებით სწავლებას, რაც ჩემი სკოლისთვის პრიორიტეტია, თუმცა სასკოლო ცხოვრებაში არსებობს განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი შემოქმედებითი ღონისძიებები. შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ დღემდე განხორციელებულ პროექტებს შორის პროექტი „მადლობა ღვაწლმოსილო მასწავლებელო“ და სკოლის „მატიანეს შექმნა“ არის განსაკუთრებული, რომელმაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ლამაზი დღე შემატა ჩვენი სკოლის მატიანეს“, - ამბობს სკოლის დირექტორი მადონა კოპალეიშვილი.
როგორც სკოლის ხელმძღვანელი აღნიშნავს, არსებობს პროფესიები, რომლებშიც პიროვნული წარმატება განაპირობებს კარიერულ წინსვლას, თუმცა განათლების სისტემაში ბევრი ფაქტორია გასათავლისწინებელი.
„განათლების სისტემაში წარმატებული პიროვნების გარდა, ხარ გარანტი სხვებისთვისაც და რაც მთავარია, ჩვენი მომავალი თაობისთვის. ამ სფეროში წარმატება იოლად არ მოდის და არც მარტო ჩემზეა დამოკიდებული, მას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ გუნდთან და მოსწავლეებთან ერთად ეძებ, პოულობ და ქმნი და სწორედ სრულიად სასკოლო საზოგადოების მონაპოვარია, რომ სკოლის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის შევქმენით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროდუქტი, რომელსაც „სკოლის მატიანე“ ჰქვია“, - დასძენს სკოლის ხელმძღვანელი.
პროექტის მსვლელობისა და დასკვნითი ღონისძიების მსვლელობის ეტაპების შესახებ იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: