მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესში ცვლილება შევა
11-10-2023
11 ოქტომბერს, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტი ზოგადი განათლების შესახებ ცვლილებებს განიხილავს, რომელსაც დაემატება მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი.
აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ჩანაწერის მიხედვით, დასაჯილდოებელი მასწავლებლების სიას, სამინისტრო მთავრობას წარუდგენს და სწორედ მთავრობამ უდნა გადაწყვიტოს, ვის მიენიჭება შესაბამისი ჯილდო.
საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით მიმდინარე წელს პროექტის ბიუჯეტი 600 ათასი ლარი იქნება, ხოლო მომავალი წლიდან 1 მილიონი.