ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს
14-05-2018
ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს. „ეტალონის“ სასკოლო ტურში 12-მა მოსწავლემ მაღალი ქულები მოიპოვა. მათგან ყველაზე მაღალი ქულით (83) კონკურსი სერგო ტურაშვილმა გააგრძელა და „გორის ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენ ღონისძიებაში მონაწილეობდა.
მოსწავლეებს „ეტალონის“ მოწმობები და სიგელი გადაეცათ.
შარშან, ზერტის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ ლალი მაზანაშვილმა ,,გორის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა.
„გასული წლის სკოლის მოსწავლის ლალი მაზანაშვილის წარმატებებით მოტივირებული მოსწავლეები „ეტალონის“ კონკურსს წელსაც შეებნენ“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები