ფშაველის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშში 100-მდე მოსწავლე მონაწილეობდა
14-05-2018
ფშაველის საჯარო სკოლაში არასამთავრობო ორგანიზაცია „World Vision საქართველოს“ და კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ფარგლებში ინტელექტუალური კონკურსების „რა? სად? როდის?“ და „ინტელექტ-ლოტოს“ რიგით მეხუთე თამაში ჩატარდა.
მონაწილეობა სკოლის I-XI კლასის 100-მდე მოსწავლემ მიიღო.
თამაშის ბოლოს გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები, ხოლო თითოეულ მონაწილეს პროგრამის წარმომადგენლის მიერ სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.