I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციისა და ტესტირების ვადები უკვე ცნობილია. გამოცდის საშუალებით მოსწავლეებს შეუძლიათ I-XI კლასის/კლასების/სემესტრის ან საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების დაძლევა.
ვის აქვს ექსტერნატის გამოცდაზე გასვლის უფლება? - გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.
საჯარო სკოლებში გამოცდები 18 ოქტომბრიდან ჩატარდება - მინისტრის გადაწყვეტილება I-XI კლასების მოსწავლეებს ეხება
ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი განცხადებას რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად რესურსცენტრში წარადგენს შემდეგი წესის დაცვით:
I თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება, სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;
II თუ პირი არ სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.