„მომავალ წელს პროფესიული განათლების 50 მასწავლებელი საზღვარგარეთ გადამზადდება და საქართველოში ტრენერად დაბრუნდება“, - აღნიშნულის შესახებ გიორგი ამილახვარმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციისას განაცხადა
„ჩვენ დავამუშავეთ რამოდენიმე მიმართულება, თუ როგორ უნდა ავამაღლოთ პროფესიული განათლების მასწავლებელთა კვალიფიკაცია. უნარების სააგენტოში მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია ადგილზე, როგორც მასწავლებელთა ქსელის განვითარებაში ასევე სხვადსხვა ტრენინგ-მოდულების დამუშავებაში, რომ მათ ადგილზე აღმოვუჩინოთ კვალიფიკაციის ამაღლება, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ გვინდა, იმ პრიორიტეტული შერჩეული სექტორებიდან ავარჩიოთ საუკეთესო მასწავლებლები, გავგზავნოთ ისინი ყველაზე მაღალი დონის პროფესიული განათლების ქვეყნებში, იქ, ადგილზე გადავამზადოთ და ავუმაღლოთ კვალიფიკაცია.
შემდგომ წელს იგეგმება 50 პედაგოგის გადამზადება და აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტპროა, დაბრუნების შემდგომ ისინი იქნებიან ტრენერები და თავი9ანთ კოლეგებს უკვე ადგილზე გადაამზადებენ. ეს შესაძლებლობას მოგვცემს უფრო ფართო რაოდენობაზე გვქონდეს ხელმისაწვდომობა. ეს არ იქნება ერთჯერადი და შემდეგ წლებშიც გაგრძელდება თუმცა ახლა რაც დაგეგმილია ეს არის 50 პედაგოგის გადამზადება“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა