მაღალმთიან სოფლებში სკოლების უმრავლესობა ერთნაირი პრობლემის წინაშე დგას, ბოლო წლებში მოსწავლეთა კონტიგენტი განიცდის კლებას. ამ პრობლემით დაინტერესდნენ წალკის, ხარების საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეები, რომლებმაც იმუშავეს პროექტზე: „მოსწავლეთა დინამიკა წალკის მუნიციპალიტეტის სკოლებში“.
რესურსცენტრსა და სკოლებთან თანამშრომლობით მოგროვდა სტატისტიკური მონაცემები. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 15-მა სკოლამ, მათ შორის 2 ცენტრის (წალკის I და წალკის II საჯარო სკოლები) და 13 სოფლის სკოლა. მოსწავლეებმა შეაჯამეს სკოლების მიერ შევსებული კითხვარები. შედეგი იყო ასეთი: მთლიანად მუნიციპალიტეტის მასშტაბით შეინიშნება მოსწავლეთა რაოდენობის კლება, ამ სურათს ქმნის სოფლის სკოლები, სადაც იგივე ტენდენციაა.
ცენტრის სკოლებში არის მოსწავლეთა რაოდენობის მატება. გამონაკლისს წარმოადგენს ბედიანის საჯარო სკოლა, სადაც შეინიშნება მოსწავლეთა რაოდენობის ზრდა. მონაცემებიდან ჩანს, რომ აქ დიდ როლს თამაშობს ბავშვთა ცენტრში ჩარიცხულ მოსწავლეთა რაოდენობა.
მოსწავლეთა რაოდენობის შემცირების მიზეზებში გამოიკვეთა ორი ძირითადი მიზეზი:
1)ოჯახების საცხოვრებლად გადასვლა ქალაქში
2)მოსწავლეების გადასვლა სასწავლებლად სოფლის სკოლებიდან ცენტრის სკოლებში
ოჯახების საცხოვრებლად გადასვლა შეიძლება აიხსნას დასაქმების პრობლემით, ხოლო სასწავლებლად ცენტრის სკოლებში გადასვლა სავარაუდოდ იმით აიხსნება, რომ ცენტრის სკოლებს აქვთ უკეთესი უკეთესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ასევე ფუნქციონირებს სხვადასხვა საწრეო მუშაობა, რასაც მოკლებულია სოფლის სკოლები. სასურველია ორივე მიმართულებით შეიცვალოს მდგომარეობა. ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში სოფლის სკოლების არსებობა საფრთხის ქვეშ დადგება, რასაც მოჰყვება მაღალმთიანი სოფლების დაცლა.
წარმოგიდგენთ მოგროვილი სტატისტიკური მონაცემების შედეგებს:
პროექტზე მუშაობდნენ X კლასის მოსწავლეები: მერი იაკობაძე, მაკა მარკოიძე, რომან შავაძე, თეონა ცეცხლაძე და თამუნა ხოზრევანიძე. მასწავლებელი: ლია სვიმონიშვილი
© წალკა, სოფელ ხარებას საჯარო სკოლა
იხილეთ ფოტოები