ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს
14-05-2018
ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა შორენა შაინიძემ 9 აპრილთან დაკავშირებით სასკოლო ღონისძიება ჩაატარა.

ღონისძიებაში მე-6, მე-7, მე-8, მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

სკოლის აღსაზრდელებმა სანთლები დაანთეს 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს, პატრიოტული თემატიკის ლექსები წარმოთქვეს და იმღერეს.

მოზარდებმა ასევე სტენდი - „მათ ხსოვნას სამშობლო სანთლებად აინთებს“ გააკეთეს. 

„კიდევ ერთხელ გავიხსენეთ 9 აპრილის ბნელი, მტკივნეული ღამე“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203