კერძო სკოლა „ივერიაში“ ძალადობის წინააღმდეგ პროექტი განხორციელდა
14-05-2018
კერძო სკოლა „ივერიის“ ფსიქოლოგმა მარიამ ოლგესაშვილმა და ამავე სკოლის მოსწავლებმა ძალადობის წინააღმდეგ ღონისძიება მოაწყვეს. 

კერძოდ, ფსიქოლოგის ხელმძღვანელობით მეტად მნიშვნელოვანი პროექტი მომზადდა, რომლის ვალიც იყო მოზარდებისთვის ძალადობის უარყოფითი შედეგების ჩვენება. 

ღონისძიება დატვირთული იყო ლექსებით; მოზარდებმა საზოგადოებას მიმართეს; ფსიქოლოგმა  ლექცია წაიკითხა და შემდეგ საკითხებს შეეხო: „რა არის ძალადობა“, „რა ზიანი მოაქვს მას“, „ძალადობა თინეიჯერებში“, „რა უბიძგებს მოზარდს ძალადობისკენ“ და ა.შ. 

ამავდროულად, პროექტის ფარგლებში ძალადობის საწინააღმდეგო გზებსა და საშუალებებზეც ისაუბრეს.  

სკოლის დირექციის შეფასებით, აქტივობა ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203