ლენჯერის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელები სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ
11-10-2023
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო. 

პატარები სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ და მუზეუმში ქცევის წესებს გაეცნენ. 

პირველკლასელები ასევე მონაწილეობდნენ მუზეუმის შეთავაზებულ საგანმანათლებლო შემეცნებით აქტივობებში, დათვალიერეს უნიკალური არტეფაქტები.

სკოლის მოსწავლეები ექსკურსიიდან ახალი ცოდნითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. 

ამისთვის, სკოლა მუზეუმის ადმინისტრაციას მადლობას უხდის.

„დიდი მადლობა მუზეუმის ადმინისტრაციას სვანეთის ახალგაზრდობის საუკეთესო ინტერესების გათვაიწინებისთვის, მუდმივი მხარდაჭერისთვის და იმ სიამაყისთვის, რომელსაც განვიცდით თქვენთან ყოველი სტუმრობის შემდეგ, მადლობა მეგი ფილფანსა და ირმა გულედანს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203