ყველა ეტაპი, რომელიც ავტორიზაციის მისაღებად დაგჭირდებათ - ინფორმაცია საბავშვო ბაღებისთვის
რა არის ავტორიზაცია, როგორ უნდა მოემზადონ საბავშვო ბაღები ავტორიზაციისთვის, როგორ უნდა შეავსონ და წარმოადგინონ ავტორიზაციის განაცხადი და რა გზა უნდა გაიარონ საბოლოოდ ავტორიზაციის მიღებამდე საარმზრდელო დაწესებულებებმა - ყველა ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაინტერესებული პირებისთვის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოები წარმოადგინა.etaloni.ge გთავაზობთ სახელმზღვანელოს ელექტროულ ვერსიას და მოკლე მიმოხილვას.
ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის პროცესის გზამკვლევიავტორიზაცია არის ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა.
ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებია (შემდგომ-ავტორიზაციის სტანდარტები):
ა) დაწესებულების მისია და სტრატეგიულ განვითარება;
ბ) კურიკულუმი;
გ) ოჯახისა და თემის ჩართულობა;
დ) სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის მხარდაჭერა.
ავტორიზაციის მომზადებისთვის პირველ ნაბიჯს წარმოადგენს იურიდიული პირის დაფუძნება. მეორე ნაბიჯი - ავტორიზაციის სტანდარტის გაცნობაა, ხოლო მესამე ნაბიჯი - ავტორიზაციის განაცხადის წარდგენა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
ცენტრში ავტორიზაციის განაცხადის წარმოდგენა შეგიძლიათ როგორც ელექტრონულად (ელექტრონული საკომუნიკაციო არხების გამოყენებით), ასევე მატერიალურად (ფიზიკურად ცენტრში მოტანით).
ელექტრონული საკომუნიკაციო არხების გამოყენებით ავტორიზაციის განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია:ა) დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის გამოყენებით - თუ თქვენს დაწესებულებაში სარგებლობთ ასეთი სისტემით;
ბ) ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@eqe.ge -ზე ავტორიზაციის განაცხადის გამოგზავნით.