იმერეთში, ერთ-ერთი სკოლის მოსწავლის მისამართით დაწერილ მუქარის შემცველ წერილთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, თანატოლების მხრიდან, სავარაუდო ბულინგის მსხვერპლმა წერილი თავად დაწერა.
როგორც არასრულწლოვნის უფლებადამცველი ლევან ჭელიძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, 14 წლის გოგომ ჩვენება სამართალდამცველებს მისცა, სადაც განაცხადა, რომ მან წერილი თავად, თანატოლის მუქარის ფონზე დაწერა და მისი სურვილი არ იყო.
არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვნმა სამართალდამცველებს ჩვენება მეორე დღესვე მისცა.
ფაქტზე კალიგრაფიის ექსპერტიზაც ჩატარდა, დასკვნა ჯერჯერობით უცნობია.
როგორც ცნობილია, თავდაპირველად ინფორმაცია გავრცელდა, რომ თანაკლასელებმა გოგონას ჩანთაში სამართებელი და მუქარის შემცველი წერილი ჩაუდეს. მოზარდმა მომხდარზე დედას უამბო, რის შემდეგაც გამოძიება დაიწყო.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.