თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები კონფერენციაზე წარმატებით წარსდგნენ
14-05-2018
თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები თეკლა ცქიფურიშვილი და სალომე წულუკიძე თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მოსწავლეთა 72-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაზე წარმატებით წარსდგნენ. 

თემა გახლდათ - „შეზღუდული შესაძლებლობები ბარიერს არ უნდა წარმოადგენდეს“.

მასწავლებელი და თემის ხელმძღვანელი ნატო კვეტენაძეა.

მოსწავლეები ამავე თემით 27 მაისს კავკასიის უნივერსიტეტის მე-6 საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვიეს. 

სკოლის დირექცია მათ ამ დიდ წარმატებას ულოცავს და შემდგომ გამარჯვებებს უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203