აძვის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებელი პროექტში - „ფსოუზე არეკლილი ვარსკვლავებად“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
14-05-2018
აძვის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგი იზოლდა კორინთელი საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის ქსელურ პროექტში - „ფსოუზე არეკლილი ვარსკვლავებად“ მონაწილეობდნენ.
პროექტის დასკვნითი ღონისძიება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
სკოლის აღსაზრდელები პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის მე-2 ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდნენ, იზოლდა კორინთელს კი სერთიფიკატი გადაეცა.
ქსელური პროექტი -„ფსოუზე არეკლილი ვარსკვლავებად“ საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციამ საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის განახორციელა.
პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი მოსწავლეებში ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება იყო. იხილეთ ფოტოები