სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა კრეატიულ აზროვნებას, იუმორს და მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა, რაც მოსწავლეთა წარმატებაზე აისახება.
მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული, მხიარულთა და საზრიანთა გუნდი „ბრენდი“, სკოლებს შორის გამართულ შეჯიბრში ასპარეზობდა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა სხარტი აზროვნებით, იუმორისტული ნომრებითა და კრეატიული სკეტჩებით ფინალში საგზური მოიპოვეს.
სკოლა ამაყობს მოსწავლეების წარმატებით და მათ წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: