ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა გუნდები ერთმანეთს გეზრბენში შეეჯიბრნენ
13-10-2023
ასპინძის მუნიციტალიტეტის ტოლოშის, ნაქალაქევის, ასპინძის, ხიზაბავრასა და ნიჯგორის საჯარო სკოლებს აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებული მოსწავლეები ჰყავთ. 

სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა 2023-ში მონაწილეობდნენ, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალური თამაშები გაიმართა. მოსწავლე გოგონების და ბიჭების გუნდები ერთმანეთს სპორტის სახეობა - გეზრბენში შეეჯიბრნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

გამარჯვება კი შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:

ბიჭებში:

I ადგილი - ნაქალაქევის საჯარო სკოლა;
II ადგილი - ხიზაბავრას საჯარო სკოლა;
III ადგილი - ასპინძის საჯარო სკოლა.

გოგონებში:

I ადგილი - ტოლოშის საჯარო სკოლა;
II ადგილი - ხიზაბავრას საჯარო სკოლა;
III ადგილი - ასპინძის საჯარო სკოლა.

მონაწილეები ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიისგან მედლებით და თასებით დაჯილდოვდნენ. თამაშების გამარჯვებული გუნდები 2024 წლის გაზაფხულზე საქართველოს სასკოლო ოლიმპიადის რეგიონულ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას.
მუნიციპალურ თამაშებს ორგანიზება ასპინძის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა გაუწია.

ფოტოები: ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის „ფეისბუქის“ გვერდი
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203