ძველი ანაგის საჯარო სკოლამ პოეტ თემურ ჩალაბაშვილს უმასპინძლა
14-05-2018
ძველი ანაგის საჯარო სკოლამ პოეტ თემურ ჩალაბაშვილს უმასპინძლა, რომლის შემოქმედებით საღამოსაც რაიონისა და რესურსცენტრის ხელმძღვანელობა ესწრებოდა, ასევე, სოფლის რწმუნებული, პოეტის მეგობრები და ოჯახის წევრები.

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა ლექსები წარმოთქვეს, სიმღერები შეასრულეს და პოეტის შემოქმედებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს. 

სკოლის დირექციის ცნობით, საღამო შთამბეჭდავი და ემოციური გამოვიდა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203