ახალი მითითება საბავშვო ბაღებს - რა რეგულაციები უნდა გაამკაცრონ სკოლამდელმა დაწესებულებებმა
13-10-2023

ეპიდემიოლოგები გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებას პროგნოზირებენ. კახეთში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები, საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებს, ასევე პედაგოგებს ხვდებიან, რათა გააფრთხილონ - გრიპის სიმპტომიანი ბავშვები სკოლამდელ დაწესებულებაში არ დაუშვან.

ჯანდაცვის ცენტრი მოუწოდებს ბაღებს, ექთნებმა პატარები დილიდანვე შეამოწმონ, რათა სააღმზრდელო დაწესებულებაში სწრაფად არ გავრცელდეს გრიპის შემთხვევები.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ნატა რუაძის ინფორმაციით, ხშირად მშობლები აღსაზრდელებს გრიპის სიმპტომებით უშვებენ ბაღში, რაც ჯანმრთელ ბავშვებს საფრთხეს უქმნის. „მხოლოდ ექთნები არა, მობილიზებულები არიან აღმზრდელებიც და თუ ბავშვს სურდო ან ვირუსის სხვა ნიშნები დაუფიქსირდება, მშობელს დავუკავშირდებით, რომელცი აღსაზრდელს სახლში წაიყვანს“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203