არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნება“ მშობლებს სკოლამდელი განათლების პროგრამას სთავაზობს
წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნება“ 2018 წლის სექტემბრიდან მშობლებს 5-6 წლის ბავშვებისათვის სკოლამდელი განათლების პროგრამას სთავაზობს.
•პროგრამის პრიორიტეტია მოსწავლის სკოლისათვის მზაობის უზრუნველყოფა: შემოქმედებითი, შემეცნებითი და ფიზიკური განვითარება;
•სკოლამდელი განათლების პროგრამა ითვალისწინებს:
ქართულის, ინგლისურის, მათემატიკისა და ასაკისთვის ადაპტირებული მეცნიერებების (ბუნების, გეოგრაფიისა და ისტორიის ელემენტებით) შესწავლას;
მეტყველების განვითარებას: წერა, კითხვა, მოსმენა, ზეპირი მეტყველება და კომუნიკაცია.
შემოქმედებითი უნარისა და ხედვის გამომუშავებას (მუსიკა, ძერწვა, აპლიკაცია და ფერწერა).
ჩვენი მიზანია მოსწავლეების მომზადება სკოლისთვის, მათი ცნობისმოყვარეობის გაღვივება, სკოლაში სწავლისათვის აუცილებელი უნარების განვითარება, ადრეული ასაკიდანვე დამოუკიდებლად აზროვნების უნარის ჩამოყალიბება და ინდივიდუალური შესაძლებლობების აღმოჩენა.
წყალტუბო, კოლხეთის ქუჩა N2; ტელეფონი: (0436) 22 24 05
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ
ბმულზე