საფრანგეთში ერთ-ერთ სკოლაში დანით თავდასხმას, სულ მცირე, 1 ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავებულია. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება თავდამსხმელი, რომელიც უკვე დაკავებულია ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა.
საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ არასში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი პირი ამავე სკოლის მასწავლებელი იყო.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დანით შეიარაღებული პირი თავდასხმის დროს „დიდება ალაჰს“ ყვიროდა. მათივე თქმით, თავდამსხმელი დაკავებულია. BFM TV-ის ცნობით, დაკავებულია თავდამსხმელის ძმაც.