ბაღებში სტანდარტის დაცვის კონტროლი მკაცრდება - 3 პირობა, რომელიც ყველა დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს
17-10-2023

ასპინძის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა, რომელიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსაც შეეხო.

დოკუმენტის თანახმად, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები რეფორმირდება სკოლამდელი განათლების დაწესებულებებად და დაიწყება განათლების ხარისხის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა.

არსებობს 3 პირობა, რომელიც ყველა ბაღმა უნდა დააკმაყოფილოს, ესენია: ინკლუზია, აღსაზრდელების უსაფრთხოება და საუკეთესო ინტერესების დაცვა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გაძლიერდება სტანდარტის შესრულების კონტროლი. 

აღმზრდელ-პედაგოგების ახალი პროფესიული სტანდარტის შესაბამისად ამოქმედდება კადრების მომზადებისა და გადამზადების სისტემა, დაიწყება აღმზრდელისა და აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიების განვითარება, პროფესიაში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოზიდვა“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203