ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელი გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით Etaloni.ge სკოლის დირექტორს, ნატო გოგუაძეს ესაუბრა.
სკოლის დირექტორის ინფორმაციით, გოგონა სკოლაში შეუძლოდ გახდა, რის გამოც მათ სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს:
„სასწრაფო გამოვიძახეთ და გოგონა წაიყვანეს, მანამდე ექთანმა წნევა გაუზომა და მომატებული ჰქონდა. ამჟამად ის კარგად გრძნობს თავს. თუმცა გოგონას ცუდად გახდომის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია,“ - აღნიშნა ნატო გოგუაძემ.