ბაღებს ცვლილებებისთვის ვადა 31 ოქტომბრამდე აქვთ - მთავრობის დადგენილება
14-10-2023
ბაღებისათვის რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში ახალი მისამართების დამატების ვადები განისაზღვრა - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავრცელებს. 

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით შევიდა ცვლილება "ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესში" (24.06.2022 N337; ცვლილება 10.10.2023 N396), რომლის თანახმადაც პირველადი რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში preschoolregistration.emis.ge უკვე რეგისტრირებულ დაწესებულებებს, გაერთიანებებს ან ინდივიდუალურ მეწარმეებს საშუალება ეძლევათ დაამატონ ახალი ფილიალები/მისამართები, რომლებმაც ფუნქციონირება დაიწყეს 2023 წლიდან.

დაწესებულებები განახლებული მონაცემების ასახვას შეძლებენ 2023 წლის 16 ოქტომბრიდან 2023 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ბმულზე:

განახლებული მონაცემების ასახვა მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნული წარმოადგენს ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203