„მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია, თავად გიყვარდეს საგანი და მოსწავლე“ - ლესის საჯარო სკოლის პედაგოგი ნონა ტყეშელაშვილი
16-10-2023
გიორგი ლომაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლის პედაგოგი ნონა ტყეშელაშვილი პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებაა. ის მოსწავლეებსაც მუდამ წინსვლისკენ, ცოდნის გაღრმავებისკენ მოუწოდებს. მათ ხშირად ურჩევს, ბევრი იფიქრონ და მეცადინეობას დიდი დრო დაუთმონ. etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს პედაგოგი ნონა ტყეშელაშვილი პასუხობს.


- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...

- მოტივაცია გაიზრდება მოსწავლეებში.

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...
- მოსწავლის წარმატება.

- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...
- თავად გიყვარდეს საგანი და მოსწავლე.

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...
- იფიქრონ.

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...
- კანონმორჩილების სწავლებას.

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ...
- ამდენი გამოწვევა დაგროვდებოდა მასწავლებლის ცხოვრებაში.

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...
- ფინანსური მხარდაჭერა, დრო, თანმიმდევრული პრინციპი და მასწავლებლის თავისუფალი ნება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203