რველის საჯარო სკოლის პირველკლასელის პირველი ოქროს დიპლომი izrune.ge-სგან
14-05-2018
რველის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეს მარიამ სტეფნაძეს მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური საიტის izrune.ge-ს პირველი ოქროს დიპლომი გადაეცა. 

მარიამი ერთი თვეა რაც ტესტირებაში მონაწილეობს და ყოველი მომდევნო  ტესტის თარიღს, დიდი ინტერესით ელის. პირველი წარმატება მარიამს რველის საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ მიულოცა, დიპლომი გადასცა და  მომავალშიც წარმატება უსურვა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მარიამი წარმატებით გახარებულია. 

„ოქროს დიპლომის მოპოვებამ ძალიან გამახარა და თავდაჯერებულობა შემმატა“,-ამბობს მარიამი. 

შეგახსენებთ, izrune.ge არის მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური საიტი, რომლის მთავარი მიზანია მშობლის ჩართულობის გაზრდა შვილის აღზრდა-განათლება-წახალისების პროცესში.
მოსწავლეებს  საშუალება აქვთ  ყოველდღიურად ივარჯიშონ მათთვის სპეციალურად შექმნილ უნიკალურ ტესტებში, მშობლებს კი შეუძლიათ თვალი მიადევნონ  მოსწავლეების განვითარებას, მონაწილეობა მიიღონ მათ აღზრდა-განათლებისა და წახალისების პროცესში და იამაყონ მათი  მიღწევებით.

იხილეთ ფოტოები   
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203